ABK-ს თანამშრომლები კომპანიის აქციონერები გახდნენ

ABK-ს თანამშრომლები კომპანიის აქციონერები გახდნენ

Covid 19-ის პანდემიამ საზოგადოებების ქცევები, არამედ ბიზნესის კეთების წესებიც შეცვალა. ოფისების დახურვის გადაწყვეტილების მიღებამ თვავისი დაღი დაასვა კომპანიების საქმიანობას. ადამიანებს მოუწიათ მიჩვეოდნენ სახლიდან მუშაობას და შეგუებოდნენ იმ გაურკვევლობას, რაც კარანტინის გამოცხადებამ გამოიწვია.

თუმცა, უამრავი მინუსის გარდა სახლში ყოფნას ჰქონად ერთი პლიუსი – დრო. დრო ფიქრისა და ბიზნესის კეთების მოდელის გადასააზრებლად. იმ კომპანიებს, რომლებმაც შეძლეს გადაელახათ ადაპტაციისა და ცვლილებების პერიოდი აქვთ მეტი შანსი გადარჩნენ პოსტკოვიდურ ერაში.

სწორედ ასე მოიქცა საკომუნიკაციო სააგენტო ABK და ყველაზე არაპროგნოზირებად პერიოდში ცვლილებების განხორციელება დაიწყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა პრობლემა არის სიახლის დანერგვის და ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა. 2008 წლის ომის პერიოდში დაბადებულ კომპანიას კი არ გასჭირვებია მოეძებნა გამოსავალი რთული სიტუაციიდან.

პირველ რიგში ცვლილებები სამუშაო პროცესს შეეხო. დაინერგა პროცესების მართვის ციფრულ პლატფორმებზე გადასვლა, რამაც გაზარდა სააგენტოს პროდუქტიულობა.

ხოლო, მთავარი ცვლილება კი  მმართველობას შეეხო.

2021 წლიდან საკომუნიკაციო სააგენტოს ერთი ადამიანის ნაცვლად, მმართველი ბორდი მართავს – კომპანია სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და  სტაჟიანი თანამშრომლები აქციონერები გახდნენ.

ახალი მმართველებისა გუნდში სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები არიან გაერთიანებული – ანასტასია ახვლედიანი, ლომერ ახვლედიანი, მიხეილ სეხნიაშვილი, ირაკლი დოლიძე, ლაშა ნოზაძე და ზაქრო გოგოლიძე.

“როდესაც გამოცდილ პროფესიონალად ყალიბდები, მეტის კეთების სურვილი გიჩნდება. საკუთარი კვალიფიკაციის ფონზე აღარ გაკმაყოფილებს უბრალოდ თანამშრომლად ყოფნა. მეც მქონია მსგავსი შემთხვევა…

ABK-ს თანამშრომლები კომპანიის აქციონერები გახდნენ

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკა გადმოგვეღო და  თანამშრომლები კომპანიის მართვაში ჩაგვება.

ახლა გადაწყვეტილებებს ერთად მივიღებთ და კომპანიის წარმატებასა თუ ღირებულებაზე ყველანი თანაბრად ვიზრუნებთ.

მმართველი გუნდი 6 ადამიანისგან  შედგება, თუმცა სხვა თანამშრომლებს ჩვეულებრივ შეეძლებათ აქციების შეძენა.” – აცხადებს ანასტასია ახვლედიანი, ABK-ს დირექტორი და თანადამფუძნებელი.

თანამშრომრლების გაზრდილი მოტივაცია, პროექტების მართვის პროცესის გამარტივება – განხორციელებული ცვლილებებიდან მხოლოდ რამდენიმე თვე გავიდა, თუმცა, ABK-ში უკვე ხედავენ იმ შედეგებს რაც ამ გადაწყვეტილებებმა მოიტანა. ეს ცვლილება სამომავლოდ დიდი წარმატების საფუძველი იქნება.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.