ADC-მა ანაკლიის პორტის დიზაინი მთავრობას წარუდგინა

ADC-მა ანაკლიის პორტის დიზაინი მთავრობას წარუდგინა

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ანაკლიის პორტის წინასწარი დიზაინი მთავრობას წარუდგინა. პროექტი მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის დაგეგმარებას, რომელიც დაახლოებით 110 ჰექტარზე გავრცელდება. იგი  შედგენილია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ნაწილების მშენებლობისთვის; წინასწარი დიზაინის დოკუმენტი ამ ტერიტორიის დაგეგმარების 70%-ს ასახავს.

ანაკლიის პორტის დიზაინის შემუშავებაზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად  საერთაშორისო კომპანიები “ვან ოორდი“ (Van Oord), “როიალ ჰასკონინგი” (Royal Haskoning DHV) და “მოფატ ენდ ნიკოლი“ (Moffat & Nicol) დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

დიზაინის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ტერმინალ-ოპერატორის გამოვლენის თითქმის ერთწლიანი პროცესი დაასრულა. მან საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორად მსოფილოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი, წამყვანი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი დაასახელა. ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება 2017 წლის მეორე ნახევარში, ხოლო პორტის პირველი ფაზის ამოქმედება 2020 წელს იგეგმება

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.