Adidas-ის გაყიდვები ჩინეთში კორონავირუსის გამო 85%-ით შემცირდა

Adidas-ის გაყიდვები ჩინეთში კორონავირუსის გამო 85%-ით შემცირდა

გერმანული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი Adidas-ი და Puma აცხადებენ, რომ ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემია მათ გაყიდვებზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

როგორც Adidas-ში განაცხადეს, ჩინეთში მათი გაყიდვები 85%-ით შემცირდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. წელი გაყიდვების შემცირებით დაიწყო კომპანიამ, ვინაიდან მას მაღაზიების დიდი ნაწილი ჩინეთში დაკეტილი აქვს.

Adidas-ის მეტოქე Puma-ც ამბობს, რომ ჩინეთის მასშტაბით მაღაზიების მუშაობის შეჩერება 2020 წლის პირველი კვარტლის გაყიდვებსა და მოგებაზე გავლენას იქონიებს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელებას გავლენა მხოლოდ ამ ორ ბრენდზე არ მოუხდენია. დაზარალდა ბრიტანული ავტომწარმოებელი Jaguar Land Rover-იც. ასევე, მიმდინარე კვირას Apple-მაც განაცხადა, რომ ის შემოსავლების გეგმას ვერ შეასრულებს, ვინაიდან ჩინეთში მისი ქარხნების მუშაობის აღდგენის ტემპი ნელია. კომპანიას iPhone-ების წარმოების დიდი ნაწილიც სწორედ ჩინეთში აქვს.

წყარო: Forbes.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.