საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 290.6 მლნ აშშ დოლარი (784.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 0.3%-ით (0.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2023 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აგვისტოში ყველაზე მეტი, 50.8 მლნ აშშ დოლარი აშშ-დან გადმორიცხეს. წლიური ზრდა 25%-ს შეადგენს.
გადმორიცხვებით მეორე ადგილზე იტალიაა, ხოლო მესამეზე – რუსეთის ფედერაცია.
ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების ტოპ-ათეული და გადმორიცხული თანხების მოცულობის წლიური ცვლილება ამგვარია:
- აშშ – 50.8 მლნ აშშ დოლარი (+25%)
- იტალია – 49.3 მლნ აშშ დოლარი (+8.4%)
- რუსეთი – 42.6 მლნ აშშ დოლარი (-29.7%)
- გერმანია – 25.4 მლნ აშშ დოლარი (+22.4%)
- საბერძნეთი – 22.4 მლნ აშშ დოლარი (+10.5%)
- ისრაელი – 19.8 მლნ აშშ დოლარი (+18.9%)
- ყაზახეთი – 9 მლნ აშშ დოლარი (-52.2%)
- თურქეთი – 8.7 მლნ აშშ დოლარი (-5.2%)
- ყირგიზეთი – 7.9 მლნ აშშ დოლარი (+62.4%)
- ესპანეთი – 7.6 მლნ აშშ დოლარი (+21%)
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.1 მლნ აშშ დოლარი (89.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის აგვისტოს (29.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ით მეტია.