აგვისტოში საქართველოს ექსპორტი 16.6 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი 16.6 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის აგვისტოში 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 16.6%-ით (39 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 8.3%-ით (58 მლნ დოლარით) გაიზარდა.

2018 წლის აგვისტოში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 276 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 762 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 487 მლნ დოლარი იყო, რაც 2017 წლის აგვისტოს უარყოფით ბალანსზე 20 მლნ დოლარით მეტია.

რვა თვის ჯამში, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 27%-ით, ხოლო იმპორტი 21%-ით გაიზარდა. სავაჭრო დეფიციტი კი 17%-ით (555 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.

აგვისტოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.