AI-ის SI-ით ჩანაცვლების შემთხვევაში, ილონ მასკი SpaceXAI-ს სახელს გადაარქმევს

AI-ის SI-ით ჩანაცვლების შემთხვევაში, ილონ მასკი SpaceXAI-ს სახელს გადაარქმევს

ფოტო: Paul Sancya/AP

 

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თავისი კომპანია SpaceXAI-სთვის სახელის შეცვლისა და მისთვის SpaceXSI-ის დარქმევის შესაძლებლობა არ გამორიცხა. ილონ მასკი ამ ცვლილებას იმ შემთხვევაში განახორციელებს, თუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერილი განკარგულებით, ხელოვნურ ინტელექტს (AI) „სუპერინტელექტი“ (SI) ეწოდება.

„აღარავითარი AI“, — დაწერა მასკმა პლატფორმა X-ზე და დაამატა, რომ ტექნოლოგიისთვის „სუპერინტელექტი“ ბევრად უკეთესი სახელწოდებაა. ხოლო ერთ-ერთი მომხმარებლის შეკითხვაზე, დაერქმეოდა თუ არა მის კომპანიას SpaceXAI-ს SpaceXSI, მასკმა უპასუხა, რომ ამ ცვლილებას განახორციელებდნენ.

მოგვიანებით, მილიარდერმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, ტექსტით: „SpaceX სუპერინტელექტის კომპანიაა“. თუმცა ამ ეტაპზე კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის დასახელება, მათ შორის არც სოციალურ ქსელებში, არ შეცვლილა და კვლავ SpaceXAI გამოიყენება. მასკს არც სახელის ოფიციალურად შეცვლის თარიღი და დამატებითი დეტალები დაუსახელებია.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალური უწყებები ხელოვნური ინტელექტის აღსანიშნავად ტერმინების „Artificial Intelligence“–ისა და „AI“-ის ნაცვლად „Super Intelligence“-ისა და „SI“-ის გამოყენებაზე უნდა გადავიდნენ, ხელი გასულ კვირას მოაწერა.

ტრამპის ინიციატივის შემდეგ „.si“ დომენებზე მოთხოვნა, რომლებიც ჩვეულებრივ სლოვენიის ინტერნეტდომენად გამოიყენება, საგრძნობლად გაიზარდა. BBC-ის ცნობით, სექტემბერში „.si“ დომენით დაახლოებით 44,000 ვებგვერდი დარეგისტრირდა, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 2,199%-ით მეტია.