Airbnb და DoorDash პირველადი საჯარო განთავსებისთვის აქციების ფასის დიაპაზონს ზრდიან

Airbnb და DoorDash პირველადი საჯარო განთავსებისთვის აქციების ფასის დიაპაზონს ზრდიან

ბინების გაქირავების სერვისი Airbnb-ი აქციების პირველადი საჯარო განთავსებისთვის ერთი აქციის ფასს ზრდის. Bloomberg-ის ცნობით, კომპანიამ ერთი აქციის ფასი $56-60 განსაზღვრა, აქედან გამომდინარე სტარტაპის ღირებულებამ, შესაძლოა $42 მილიარდს მიაღწიოს. ამ დრომდე ფასის დიაპაზონი $44-50 იყო.

როგორც Bloomberg-ი წერს, Airbnb-მ შესაძლოა IPO-თი $3.1 მილიარდი მოაგროვოს. შედეგად ის 2020 წლის ყველაზე მსხვილ ამერიკული IPO-ს ხუთეულში შევა. თუმცა, ხუთეულში შესაძლოა ასევე აღმოჩნდეს DoorDash-ი, რომელიც ამერიკული მიტანის სერვისია და რომელიც ასევე აქციების პირველადი საჯარო განთავსებისთვის ემზადება.

DoorDash-ს თითო აქციის ფასად $90-95 აქვს განსაზღვრული. შედეგად ამ კომპანიამაც შესაძლოა $3.1 მილიარდის მობილიზება შეძლოს, ხოლო სტარტაპის საბაზრო ღირებულებამ $35 მილიარდს მიაღწიოს.

როგორც რუსული Forbes-ი წერს, Airbnb-ი ერთი აქციის საბოლოო ფასს 8 დეკემბერს გამოაცხადებს, ხოლო DoorDash-ი – 9 დეკემბერს.