ტაივანში მამაკაცი კარანტინის 8 წამით დარღვევისთვის $3 500-ით დააჯარიმეს

ტაივანში მამაკაცი კარანტინის 8 წამით დარღვევისთვის $3 500-ით დააჯარიმეს

ტაივანში მამაკაცი კარანტინის რეჟიმის 8 წამით დარღვევისთვის 3 500 აშშ დოლარით დააჯარიმეს. CNN-ის ცნობით, მამაკაცი ფილიპინელი მიგრანტი მუშაა. ის ქალაქ გაოსიუნში ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც მან კორიდორში მხოლოდ რამდენიმე წამით გადადგა ნაბიჯი. მამაკაცი ვიდეოკამერამ დააფიქსირა, ის სასტუმროს თანამშრომელმა შენიშნა, რომელმაც ჯანდაცვის დეპარტამენტს აცნობა. ჯანდაცვის დეპარტამენტმა კი მას 100 000 ტაივანური დოლარის ($3 500) გადახდა დააკისრა.

ტაივანში ამოქმედებული კარანტინის წესების მიხედვით, ადამიანებს არ აქვთ უფლება თავიანთი ოთახების დატოვების და არ აქვს მნიშვნელობა ეს რამდენიმე წამს გაგრძელდება თუ რამდენიმე საათს.

ქალაქ გაოსიუნში სულ 56 საკარანტინე სასტუმრო მუშაობს, ჯამში 3 000 ნომრით.

ცნობისთვის, ტაივანი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ განსხვავებული მიდგომით იბრძვის. მას არასოდეს დაუწესებია მკაცრი ლოქდაუნი, არც საკურორტო ზონებში, არც სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის თვალსაზრისით, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. ამის ნაცვლად, ქვეყანაში მასობრივი ტესტირებები კეთდება, ასევე ეფექტურად მუშაობს კონტაქტების მიკვლევის სისტემა. ასე რომ, ჯონ ჰოპკინსის უნივერსტიტეტის მონაცემებით, ამ კუნძულოვან სახელმწიფოში, სადაც 23 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ინფიცირების მხოლოდ 716 შემთხვევაა დაფიქსირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *