ახალი ბიზნეს ლაუნჯი პრემიუმ მოგზაურობისთვის 

ახალი ბიზნეს ლაუნჯი პრემიუმ მოგზაურობისთვის 

29 მაისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა Visa-ს მხარდაჭერით — სივრცე, რომელიც ბიზნესისა და პრემიუმ მოგზაურობის გამოცდილებას აერთიანებს. ეს ინიციატივა ციფრული გადახდების გლობალური ლიდერის, Visa-ს გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია და ხელს უწყობს საქართველოს პოზიციონირებას ბიზნესისა და სამოგზაურო რეგიონულ ჰაბად.  

პროექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან პარტნიორობით განხორციელდა. სივრცე მოიცავს 270 კვადრატულ მეტრს და ფუნქციურად იყოფა მოსასვენებელ, სამუშაო და კვების ზონებად. თითოეული მათგანი შექმნილია იმისთვის, რომ მგზავრებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, კომფორტულად გაატარონ დრო, როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის.

ამ ინიციატივით Visa მიზნად ისახავს, განაგრძოს ტურიზმისა და ინოვაციების მხარდაჭერა საქართველოში და მომხმარებლისთვის მოგზაურობა არა მხოლოდ გაამარტივოს, არამედ გააუმჯობესოს მისი ხარისხიც. გარდა ამისა, ბიზნეს ლაუნჯის დამატებამ ხელი უნდა შეუწყოს სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიების მოზიდვასა და მრავალფეროვანი მოთხოვნების მქონე მგზავრების მომსახურებას.   

ლაუნჯი, რომელიც აეროპორტის გაფრენის დარბაზშია განთავსებული, გამოირჩევა თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინით და ასახავს Visa-ს ბრენდის კონცეფციას. სივრცის დეკორაცია და კედლებზე წარმოდგენილი შუქ-პროექციები არგონავტების თქმულებების თემატიკას ეყრდნობა, რაც ქუთაისის ისტორიულ იდენტობას უსვამს ხაზს. 

ლაუნჯის ოპერირებას უზრუნველყოფს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. ახალი პრემიუმ სივრცე მგზავრების მიღებას 29 მაისიდან შეძლებს. ლაუნჯი ხელმისაწვდომია საქართველოში გაცემული Visa Premium ბარათის მფლობელებისთვის: Visa Platinum, Visa Signature და Visa Infinite. 

მეორე სართულზე განთავსებულია თიბისი კონცეპტის სივრცე, რომელიც დამატებით სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს. თბილისის აეროპორტში არსებული კონცეპტ ლაუნჯით, სამი წლის განმავლობაში, 100,000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა, რაც ქუთაისშიც მსგავსი ხარისხის მომსახურების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.  

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ემსახურება. მისი 2,500 მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემა და რეგიონთან დაკავშირების შესაძლებლობა აეროპორტს საშუალებას აძლევს, რეისები ნებისმიერი ამინდის პირობებში მიიღოს. 

ბიზნეს ლაუნჯის დამატებამ და პრემიუმ სეგმენტზე ორიენტირებულმა ინფრასტრუქტურამ კი უნდა გააძლიეროს ბიზნეს ტურიზმის პოტენციალი და ხელი შეუწყოს ავიაბაზრის ზედა სეგმენტის განვითარებასაც. სხვადასხვა ზონა, სივრცის დიზაინი და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, როგორიცაა მაღალი სიჩქარის Wi-Fi, ხელს უწყობს მგზავრების მრავალფეროვანი საჭიროებების დაკმაყოფილებას.

Visa, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო, ინოვაციურ და მოსახერხებელ გადახდებს მომხმარებლებს, ბიზნესსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, ბიზნეს ლაუნჯის შექმნით მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, აფრენამდე დრო მაქსიმალურად ეფექტიანად და კომფორტულად გაატარონ.  

ბიზნეს ლაუნჯი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქმნის სივრცეს, სადაც პრემიუმ გამოცდილება აეროპორტში შესვლიდანვე იწყება და აერთიანებს კომფორტს, ფუნქციურობას, თანამედროვე დიზაინსა და ადგილობრივ კულტურულ ნარატივს. ამავე დროს, უწყობს ხელს საქართველოს, როგორც ბიზნესისა და სამოგზაურო რეგიონული ცენტრის პოზიციონირების გაძლიერებას.