ამერიკელ მსახიობს, ალეკ ბოლდუინს ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ. შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა 2021 წლის ოქტომბერში ფილმ „Rust“-ის გადასაღებ მოედანზე მოხდა, როდესაც ბოლდუინის მიერ იარაღიდან გასროლილ ტყვიას 42 წლის ჰატჩინსი შეეწირა. როგორც მსახიობმა განაცხადა, მას სასხლეტისთვის თითი არ გამოუკრავს.
ნიუ-მექსიკოს საოლქო სასამართლოს პროკურორმა განაცხადა, რომ ალეკ ბოლდუინს, რომელიც ფილმის მსახიობი და პროდიუსერია, ასევე ჰანა გუტიერეს-რიდს, კინოპროექტში იარაღის სპეციალისტს, ბრალს გაუფრთხილებლობით მკვლელობის ორი მუხლით წაუყენებენ.
ბოლდუინსა და გუტიერეს-რიდს ბრალი თვის ბოლომდე წარედგინებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთა და 5,000 აშშ დოლარამდე ჯარიმა ემუქრებათ. ბრალდებულებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაასამართლებს.