Alphabet-ის კვანტურ ტექნოლოგიებზე მომუშავე ჯგუფი ცალკე კომპანიად გადაიქცევა

Alphabet-ის კვანტურ ტექნოლოგიებზე მომუშავე ჯგუფი ცალკე კომპანიად გადაიქცევა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Alphabet-ის ჯგუფი, სახელწოდებით Sandbox-ი, რომელიც კვანტურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს, ცალკე კომპანიად გადაიქცევა, – ამის შესახებ CNBC-ი წერს. აღსანიშნავია, რომ Sandbox-ის შესახებ Alphabet-ს აქამდე თითქმის არაფერი უთქვამს – ამ დრომდე, ის უზარმაზარი პოტენციალის მქონე პროექტების დანაყოფის, X-ის ნაწილი იყო.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ინვესტორები და კლიენტები უკვე ჰყავს: ინვესტორებს შორის Google-ის ყოფილი CEO, ერიკ შმიტი და Salesforce-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ბენიოფი, ხოლო მომხმარებლებიდან გამოსარჩევია – Softbank Mobile-ი, Vodafone-ი და ნიუ-იორკის Mount Sinai Healthy System-ი. ამასთანავე, კომპანიას 55 თანამშრომელი ჰყავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *