Amazon-ის წარმომადგენლობა თურქეთში 1.2 მლნ ლირით დააჯარიმეს

Amazon-ის წარმომადგენლობა თურქეთში 1.2 მლნ ლირით დააჯარიმეს

Amazon-ის თურქული წარმომადგენლობა 1.2 მლნ ლირით დააჯარიმეს, რაც დაახლოებით 152 122 დოლარის ექვივალენტია. თურქული მედიის ცნობით, დაჯარიმების მიზეზი მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დარღვევა გახდა, რომელიც თურქეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გამოავლინა.

როგორც ირკვევა, პერსონალური მონაცემები მომხმარებლების თანხმობის გარეშე გადაიგზავნა სხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-ში.

თურქეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თქმით, კომპანიამ დაარღვია კანონი, ვინაიდან არ შეატყობინა მომხმარებლებს სათანადოდ.

ცნობით, Amazon-ზე საშოპინგოდ საჭიროა მის ვებგვერდზე რეგისტრაცია, რაც თავის მხრივ მოიცავს პირობებზე დათანხმებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *