Amazon-მა თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით, 600-მდე ჩინური ბრენდი აკრძალა

Amazon-მა თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით, 600-მდე ჩინური ბრენდი აკრძალა

ელექტრონული კომერციის უდიდესი ქსელის, ამაზონის, მომხმარებლები ბოლო დროს პრეტენზიას აცხადებენ, რომ მათთვის საკმაოდ ნაცნობი ჩინური დაბალღირებულებიანი ტექნიკის აქსესუარების ბრენდები საიტიდან ქრებიან. და ასეთი შემთხვევები უკვე იშვიათობას კი არ წარმოადგენს, არამედ აღნიშნული პროცესი „ამაზონის“ მიერ დაწყებული დიდი კამპანიის ნაწილია.

ეს ინფორმაცია დაადასტურა თავად Amazon-მაც. მისი განცხადებით, South China Morning Post-ის ანგარიში სიმართლეს შეესაბამება და მან ნამდვილად აკრძალა საკუთარ პლატფორმაზე 600-ზე მეტი ჩინური ბრენდი, რომლებიც 3000-მდე გამყიდველის ანგარიშთან იყო კავშირში, მიზეზად კი ელექტრონული კომერციის გიგანტმა თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა.

„ამაზონის“ თქმით, ეს  ფირმები მიზანმიმართულად და რეგულარულად არღვევდნენ საიტის პოლიტიკას შეფასებების შესახებ, რომელიც კრძალავს წახალისებულ მიმოხილვებს.

მეორე მხარის კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით ონლაინ საცალო გაყიდვებით მოვაჭრემ პირველად ჩინურ პროსახელისუფლებო არხზე გააკეთა. „ამაზონმა“ აღნიშნული კამპანია დაახლოებით ხუთი თვის წინ დაიწყო, თუმცა მან განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ჯეფ ბეზოსის კომპანიამ ჩინური Aukey და Mpow აკრძალა. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ფირმები მომხმარებლებს კარგი შეფასების სანაცვლოდ სასაჩუქრე ბარათებს სთავაზობდნენ. მოგვიანებით „ამაზონმა“ მსგავსი საქმიანობისათვის RAVpower-ს, Vava-სა და სხვა ცნობილ ჩინურ ბრენდებსაც აუკრძალა საკუთარი პლატფორმით სარგებლობა.

საინტერესოა, რომ ჯერჯერობით არაა ცნობილი, მსგავსი აკრძალვა რამდენ არაჩინურ კომპანიას დაემუქრა.