ამერიკელი მრავალშვილიანი მილიარდერები

ამერიკელი მრავალშვილიანი მილიარდერები

ილონ მასკის ტვიტის მიხედვით, ადამიანი რაც უფრო მდიდარია, მით უფრო ნაკლები შვილი ჰყავს. თუმცა ამერიკელი მილიარდერების და თავად მასკის გამოცდილება სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.

როგორც სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, 51 წლის ილონ მასკს გასულ წელს მისივე დაფუძნებული კომპანია Neuralink-ის აღმასრულებელ დირექტორ შივონ ზილისთან ტყუპები შეეძინა. ამჟამად, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს სულ ცხრა შვილი ჰყავს, ხუთი – პირველ ცოლ ჯასტინ მასკთან, ორი მომღერალ Grimes-თან, ხოლო ორიც ზილისთან. მასკი, როგორც თავად ამბობს, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდამჭერია და უახლოეს მომავალში Musk Foundation-ის საშუალებით უშუალოდ ოჯახების დახმარებასაც გეგმავს.

Statista-ს თანახმად, Forbes-ის სიაში მყოფ 700-ზე მეტ ამერიკელ მილიარდერს საშუალოდ 2.3 ბავშვი ჰყავს, რაც საშუალო ამერიკელების მაჩვენებელს (1.93) აღემატება. და თუ მხოლოდ იმ მილიარდერებს გავითვალისწინებთ, რომელთაც შვილი ჰყავთ, მაშინ საშუალოდ შვილების რაოდენობა 3.1-ს აღწევს. ოცდაორ ამერიკელ მილიარდერს, მათ შორის კინორეჟისორ სტივენ სპილბერგსა და  New York Mets-ის მფლობელ სტივ კოენს შვიდი ან მეტი შვილი ჰყავთ. მათ ნაწილს, მაგალითად, კონსერვატორ რესპუბლიკელსა და საკუთარი ეკლესიის პასტორ ფარის ვილკსს ყველა შვილი ერთი პარტნიორისგან ჰყავს.

მრავალშვილიანობის სტატისტიკა მხოლოდ კაცებს არ ეხებათ. ამერიკის უმდიდრეს თვითშემდგარ მილიარდერ ქალ, დაიანა ჰენდრიქსს შვიდი შვილი ჰყავს, ისევე როგორც Little Caesars Pizza-ს თანადამფუძნებელ მარიან ილიჩს. მილიარდერებს შორის კი ყველაზე მეტი შვილი (15) ომანელ სუჰაილ ბაჰვანს ჰყავს, რომელსაც ამერიკის მრავალშვილიანი მილიარდერი მხოლოდ ერთი ბავშვით ჩამორჩება. 73 წლის ფრენკ ვანდერსლოტი, Melaleuca-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი 14 შვილის მამაა.

ამერიკელი მილიარდერების სია, რომელთაც 9 ან მეტი შვილი ჰყავს, ასე გამოიყურება:

  1. ფრენკ ვანდერსლოტი, Melaleuca-ს დამფუძნებელი – 14 შვილი.
  2. ფარის ვილკსი, ნავთობინდუსტრიის მაგნატი- 11 შვილი
  3. დევიდ დაფილდი, Workday-სა და PeopleSoft-ის დამფუძნებელი – 10 შვილი
  4. ჯერი მოიესი, Swift Transportation-ის დამფუძნებელი – 10 შვილი
  5. ნელსონ პელცი, საინვესტიციო ფონდის დამფუძნებელი – 10 შვილი
  6. რიჩარდ შულცე, Best Buy-ის დამფუძნებელი – 10 შვილი
  7. ფრედ სმიტი, FedEx-ის დამფუძნებელი – 10 შვილი
  8. ილონ მასკი, SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელი – 9 შვილი
  9. სკოტ სმიტი, Qualtrics-ის თავმჯდომარე – 9 შვილი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *