ამერიკის ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო გუნდები და ფეხბურთელები

ამერიკის ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო გუნდები და ფეხბურთელები

მართალია, ამერიკულ პროფესიონალურ სპორტში Major League Soccer-ი ჯერაც პატარა ძმის როლშია, ის მაინც კოლოსალურად იზრდება. MLS-ის საშუალო გუნდის ღირებულება დღეს $185 მილიონია, რაც 2015 წლის შემდეგ 18%-იანი ზრდაა, სამი წლის წინანდელთან შედარებით კი მთლად 80%-იანი! გასულ წელს ლიგამ ახალი სატელევიზიო კონტრაქტები დადო ESPN-თან, Fox-სა და Univision-თან, რითაც ნაციონალური სატელევიზიო უფლებებიდან მიღებული ულუფა, სულ მცირე, გაისამმაგა: ამ წყაროებიდან ის ახლა $90 მილიონს იღებს. პოტენციურ ინვესტორთა შორის გაჩენილი მასობრივი მოთხოვნის შედეგად, გაფართოების სერიოზული გეგმები გაჩნდა. ატლანტასა და მინესოტას გუნდები მომავალ წელს ეყოლება,  ლოს-ანჯელესი კი მეორე გუნდს ერთი წლის თავზე შეიძენს. ჯამში, MLS-ი გეგმავს, მომდევნო რამდენიმე წელიწადში, სულ მცირე, 28 გუნდამდე გაფართოვდეს, ანუ 2008 წელთან შედარებით, გუნდების ოდენობა გააორმაგოს. 

MLS-ის გუნდების ღირებულების ზრდასთან ერთად, ფეხბურთელთა გასამრჯელომაც იმატა: 2013 წელს, სულ რაღაც ცხრა საფეხბურთო ვარსკვლავი აკეთებდა $1 მილიონს ან მეტს. დღეს მსგავსი შემოსავალი თითქმის 25-მდე მოთამაშეს აქვს. 

1. რიკარდო კაკა ORLANDO CITY SC

ეროვნული ნაკრები: ბრაზილია, ასაკი: 34

შემოსავლები: $9.4 მლნ (ხელფასი: $7.4 მლნ, რეკლამებიდან: $2 მლნ)

2. სტივენ ჯერარდი LA GALAXY

ეროვნული ნაკრები: დიდი ბრიტანეთი, ასაკი: 36

შემოსავლები: $8.6 მლნ (ხელფასი: $6.1 მლნ, რეკლამებიდან: $2.5 მლნ)

3. სებასტიან ჯოვინკო TORONTO FC

ეროვნული ნაკრები: იტალია, ასაკი: 29

შემოსავლები: $8.3 მლნ (ხელფასი: $7.3 მლნ, რეკლამებიდან: $1 მლნ) 

4. კლინტ დემპსი SEATLLE SOUNDERS FC

ეროვნული ნაკრები: შეერთებული შტატები, ასაკი: 33

შემოსავლები: $8.2 მლნ (ხელფასი: $4.7 მლნ, რეკლამებიდან: $3.5 მლნ)

5. ტიმ ჰოვარდი    COLORADO RAPIDS

ეროვნული ნაკრები: შეერთებული შტატები, ასაკი: 37

შემოსავლები: $8 მლნ (ხელფასი: $5.5 მლნ, რეკლამებიდან: $2.5 მლნ)

6. ფრენკ ლამპარდი NEW YORK CITY FC

ეროვნული ნაკრები: დიდი ბრიტანეთი, ასაკი: 38

შემოსავლები: $8 მლნ (ხელფასი: $6 მლნ, რეკლამებიდან: $2 მლნ)

7. დავიდ ვილია  NEW YORK CITY FC

ეროვნული ნაკრები: ესპანეთი, ასაკი: 34 

შემოსავლები: $7.9 მლნ (ხელფასი: $9.5 მლნ, რეკლამებიდან: $2 მლნ)

8. მაიკლ ბრედლი TORONTO FC

ეროვნული ნაკრები: შეერთებული შტატები, ასაკი: 29

შემოსავლები: $7.6 მლნ (ხელფასი: $6.6 მლნ, რეკლამებიდან: $1 მლნ)

9. ანდრეა პირლო NEW YORK CITY FC

ეროვნული ნაკრები: იტალია, ასაკი: 37

შემოსავლები: $7.4 მლნ (ხელფასი: $5.9 მლნ, რეკლამებიდან: $1.5 მლნ)

10. ჯოზი ალტიდორი TORONTO FC

ეროვნული ნაკრები: შეერთებული შტატები, ასაკი: 26

შემოსავლები: $6.4 მლნ (ხელფასი: $4.9 მლნ, რეკლამებიდან: $1.5 მლნ)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *