ამერიკის უმდიდრესი ადამიანები კიდევ უფრო მდიდრდებიან

ამერიკის უმდიდრესი ადამიანები კიდევ უფრო მდიდრდებიან

5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება წლის დასაწყისიდან $66,8 მილიარდით გაიზარდა. მარკ ცუკერბერგის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან 50%-ით გაიზარდა. Forbes-ის მონაცემებით, ცუკერბერგი წლის დასაწყისიდან $23,4 მილიარდით გამდიდრდა. მისი ქონება ამჯერად $71 მილიარდს აღემატება. მისი ქონება 3 მილიარდი დოლარით ჩამორჩება უორენ ბაფეტისას, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.

ჯეფ ბეზოსის ქონება წლის დასაწყისიდან $21,9 მილიარდით გაიზარდა. მან გასულ კვირას მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულიც მოიპოვა, თუმცა ბილ გეითსის ქონებამ მალევე გაუსწრო Amazon-ის დამფუძნებლისას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.