ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს ბრიტანეთში ახალი გადასახადის გადახდა მოუწევთ

ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს ბრიტანეთში ახალი გადასახადის გადახდა მოუწევთ

ამერიკულ კომპანიებს ბრიტანეთში ახალი გადასახადის გადახდა მოუწევთ. 1-ლი აპრილიდან ტექნოლოგიური კომპანიების შემოსავლები 2%-ით დაიბეგრება. გადასახადი იმ კომპანიებს დაეკისრებათ, რომელთა გლობალური გაყიდვები 500 მილიონ ფუნტს აჭარბებს და რომელთაგანაც მინიმუმ 25 მილიონი ფუნტი ბრიტანელ მომხმარებლებზე მოდის.

ციფრული კომპანიებისთვის გადასახადის დაწესების საკითხი დიდ ბრიტანეთში 2018 წელს დადგა, შესაბამისი კანონპროექტი 2019 წლის ივლისში წარადგინეს.

ბრიტანეთის გადაწყვეტილებას აშშ-ის მთავრობაში აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ციფრული გადასახადის სამიზნე ამერიკული კომპანიები არიან, რაც არასამართლიანია.

როგორც CNN-ი წერს, აღნიშნული საკითხი გაართულებს სავაჭრო მოლაპარაკებების პროცესს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის. ორი ქვეყანა ჩქარობს ახალი შეთანხმებების გაფორმებას მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.