Apple-ი iPod-ის მოდელების წარმოებას წყვეტს

Apple-ი iPod-ის მოდელების წარმოებას წყვეტს

Apple-ის მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, კომპანია ჯერ კიდევ გაყიდვაში არსებული iPod-ის მოდელების წარმოებას წყვეტს. Apple-ის გადაწყვეტილება ფაქტობრივად ბრენდის საკულტო პროდუქციის ხაზის დასასრულია, რომელიც ტექნოლოგიური გიგანტისა და მუსიკალური ინდუსტრიისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი გახდება.

Apple-ის ინფორმაციით, iPod Touch-ის შეძენა „არსებული მარაგის ამოწურვამდეა“ შესაძლებელი. ამიერიდან მომხმარებლებს საყვარელი სიმღერების მოსმენა Apple-ის სხვა მოწყობილობებიდან, მათ შორის iPhone-იდან, iPad-იდან და Apple Watch-იდან შეეძლებათ.

Apple-ის გლობალური მარკეტინგის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, გრეგ ჯოსვიაკის განცხადებით, ბრენდის მილიონობით მომხმარებლამდე მუსიკის მიტანა Apple-ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი იყო და იქნება. სწორედ ამიტომ iPod-ის მიერ შემოღებული მუსიკალური გამოცდილება უკვე „მათ ყველა სხვა პროდუქტშია“ ინტეგრირებული.

iPod-ი, პროდუქტი, რომელმაც Apple-ის წარმატებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, პირველად Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ჯობსმა 2001 წელს წარადგინა. 2007 წლის შუა პერიოდისთვის 100 მილიონზე მეტი iPod-ი გაიყიდა. იმავე წელს Apple-მა, ბევრისთვის iPod Touch-ის „სულიერი მემკვიდრე“ iPhone-ი წარადგინა, რომელმაც საბოლოოდ iPod-ის გაყიდვების ოფიციალურ შეწყვეტამდეც პროდუქციის დასასრული გამოიწვია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *