ფოტო: REUTERS/Manuel Orbegozo
Apple-მა სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტზე კომპანიის ყოფილ CEO-ს, ტიმ კუკს, $47-მილიარდიანი ანაზღაურების პაკეტი გამოუყო. შედეგად, ახალ პოზიციაზე, კუკის ანაზღაურების პაკეტი დაახლოებით 40%-ით ნაკლებია იმ $74 მილიონზე, რა თანხასაც ის 2024 და 2025 ფისკალურ წლებში იღებდა.
Apple-ის განცხადებით, ტიმ კუკის წლიური საბაზისო ხელფასი $2 მილიონი იქნება, დამატებით – პოტენციურად $20 მილიონის ღირებულების აქციები. რაც შეეხება ჯონ ტერნუსს, რომელმაც Apple-ის CEO-ს პოზიცია ოფიციალურად 1 სექტემბერს დაიკავა, მისი წლიური ხელფასი $3 მილიონს შეადგენს. ხოლო 2027 ფისკალური წლისთვის, ტერნუსის პოტენციური აქციათა პაკეტის მოცულობა $55 მილიონით განისაზღვრა.
ცნობისთვის, კუკმა 15-წლიანი მმართველობის შემდეგ, Apple-ის CEO-ს პოზიციიდან გადადგომის შესახებ მიმდინარე წლის სექტემბერში განაცხადა. ამჟამად ის უკვე კომპანიის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდება. ეს პოსტი, სხვა მოვალეობებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ქვეყნების პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელ პირებთან ურთიერთობასაც მოიცავს.
რაც შეეხება ტერნუსს, ის Apple-ს 2001 წელს, დიზაინის გუნდში შეუერთდა. მოგვიანებით ის ჰარდვეარის ინჟინერიის მიმართულების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი გახდა და უშუალოდ კუკს ექვემდებარებოდა. ახალ CEO-ს პირველი გამოცდა მიმდინარე თვეში, კერძოდ, 9 სექტემბერს დაგეგმილ iPhone-ის ყოველწლიურ პრეზენტაციაზე ექნება. არსებული პროგნოზებით, სწორედ ამ ღონისძიებაზე Apple-ი კომპანიის პირველ დასაკეც iPhone-ს წარადგენს.













