აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13%-ით შემცირდა - TBC Capital

აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13%-ით შემცირდა - TBC Capital

TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13%-ით შემცირდა.

გასულ თვეში 4%-ით შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარებაც, რაც, TBC Capital-ის განცხადებით, აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი კლებითაა განპირობებული.

„საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათის ღირებულება წლიურად 4%-ით, 5.71 აშშ. ცენტამდე გაიზარდა. თბოსადგურებისთვის განკუთვნილი გაძვირებული ბუნებრივი აირი ელექტროენერგიის ფასის ზრდის მთავარი ფაქტორია“, – ვკითხულობთ TBC Capital-ის ანგარიშში.

ანგარიშის ბოლოს კი აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო, ძირითადი ბაზარი კი, კვლავ, თურქეთია.