Galt & Taggart-ის მონაცემების თანახმად, 2024 წლის აპრილში თბილისში 3,220 ბინა გაიყიდა. ეს წლიურად 24.7%-იანი, ხოლო თვიურად 7.7%-იანი ზრდაა. Galt & Taggart-ის განცხადებით, მკვეთრი წლიური ზრდა წინა წლის დაბალი ბაზითაა გამოწვეული.
აპრილში დედაქალაქში გაყიდული ბინების საერთო ღირებულებამ 247.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს წლიურად 33.2%-იანი ზრდაა. Galt & Taggart-ის ანალიზით, მკვეთრი ზრდა ამ შემთხვევაშიც წინა წლის დაბალი ბაზით აიხსნება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის აპრილში დარეგისტრირებული ტრანზაქციების ნახევარი დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში დაფიქსირდა.
გაყიდული ბინების რაოდენობა უბნების მიხედვით:
ანგარიშის თანახმად, აპრილში ფასები ახალ პროექტებზე თვიურად გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. საშუალო ზომის ბინის ქირა კი წინა თვის დონეზე დარჩა და კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წლის აპრილში ბინების გასაყიდი და ქირის ფასი უბნების მიხედვით:
აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ 4 თვეში საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის 75 ახალი ნებართვა გაიცა. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 560,645 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 8.1%-იანი კლებაა.