არაბთა გაერთიანებული საამიროები ინდური ხორბლის ექსპორტს ოთხი თვით აჩერებს

არაბთა გაერთიანებული საამიროები ინდური ხორბლის ექსპორტს ოთხი თვით აჩერებს

არაბთა გაერთიანებული საამიროები ინდოეთიდან ხორბლისა და ხორბლის ფქვილის ექსპორტსა და რეექსპორტს შეაჩერებს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM-ის ინფორმაციით, მსოფლიოში მარცვლეულის მეორე უმსხვილესი მწარმოებლიდან ხორბლის ექსპორტი ოთხი თვით შეჩერდება.

არაბთა გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ექსპორტის შეჩერების მიზეზად გლობალური სავაჭრო ნაკადების შეფერხებები სახელდება. მიუხედავად ამისა, ინდოეთმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების შიდა მოხმარებისთვის ექსპორტი დაამტკიცა. 13 მაისამდე ქვეყანაში შემოტანილი ინდური ხორბლის ექსპორტის ან რეექსპორტის სურვილის შემთხვევაში, კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართონ.

თებერვალში, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ინდოეთმა ფართო სავაჭრო და საინვესტიციო პაქტი გააფორმეს. შეთანხმება ყველა ტიპის საქონელზე ტარიფის შემცირებასა და მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის წლიური ვაჭრობის $100 მილიარდამდე ზრდას ითვალისწინებს. „ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმების“ სახელით ცნობილი პაქტი ძალაში პირველ მაისს შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთმა, გასულ თვეში, მზარდი შიდა ფასების კონტროლის მიზნით, ხორბლის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა. წლის დასაწყისიდან ხორბლის გლობალური ფასები 40%-ით გაიზარდა. ინდოეთის აკრძალვა არ შეეხო საკვების დეფიციტის მქონე ქვეყნებს.  ექსპორტის შეჩერების შემდგომ ინდოეთმა 469.202 ტონა ხორბლის გადაზიდვა დაუშვა.