არარეზიდენტი პირები საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას შეძლებენ

არარეზიდენტი პირები საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას შეძლებენ

“არარეზიდენტი პირები საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას შეძლებენ”, – ინიციატივის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ეს ინიციატივა საშუალებას მისცემს უცხოელ ინვესტორებს, ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ კომპანიები საქართველოში, ამასთან გახსნან ანგარიშები საქართველოს საბანკო სისტემაში.

“მათ ასევე ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ჩვენს ქვეყანაში კომპანიის მართვა, ფიზიკურად აქ ყოფნის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, მნიშვნელოვანი – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სავალუტო ფონდთან კოორდინაციის კუთხით. დარწმუნებულივარ, ეს ინიციატივა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შემოსავლის წყარო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, როგორც საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა”, – განაცხადაგიორგი კვირიკაშვილმა

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.