აშშ-ის ვაჭრობის მდივანი, 82 წლის უილბურ როსი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აშშ-ის ვაჭრობის მდივანი, 82 წლის უილბურ როსი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აშშ-ის ვაჭრობის მდივანი უილბურ როსი ჰოსპიტალიზებულია. როგორც ვაჭრობის დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, მას კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს. თუმცა, კონკრეტულად რის გამო გადაიყვანეს ის სამედიცინო დაწესებულებაში, უცნობია.

პრესსპიკერის თქმით, 82 წლის როსის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მოსალოდნელია, მას საავადმყოფოდან მალე გაწერენ.

CNN-მა დამატებითი დეტალები იკითხა ვაჭრობის მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა, ჯერჯერობით სხვა არაფერია ცნობილი.

როსმა აშშ-ის ვაჭრობის მდივნის პოსტი 2016 წელს დაიკავა. ის მაშინდელ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო.