Disney-მ რეკლამების Facebook-ზე გამოქვეყნება შეწყვიტა

Disney-მ რეკლამების Facebook-ზე გამოქვეყნება შეწყვიტა

Disney-მ Facebook-სა და Instagram-ზე გამოქვეყნებულ რეკლამებში ჩადებული თანხა მნიშვნელოვნად შეამცირა. Disney-ს ეს გადაწყვეტილება #StopHateForProfit-ის კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანიებმა Faceebook-ზე რეკლამების განთავსება შეწყვიტეს. ბოიკოტს უერთდებიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Hershey, Honda, Ben & Jerry’s, Verizon, Coca-Cola, Lego, Starbucks და Unilever. 

WSJ-ს მიხედვით, Disney-მ თავისი რეკლამები როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზეც დააპაუზა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, Disney-ს Facebook-ზე გამოქვეყნებულ რეკლამებში $210 მილიონი აქვს დახარჯული.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.