აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას $200 მილიონის ოდენობის საწევროს აუნაზღაურებს

აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას $200 მილიონის ოდენობის საწევროს აუნაზღაურებს

აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას $200 მილიონის ოდენობის საწევროს აუნაზღაურებს, რომლის გადახდაზეც ტრამპის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა. როგორც შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, WHO-ს დავალიანებას თვის ბოლომდე გადაუხდიან.

„ეს ჩვენი, როგორც WHO-ის წევრი ქვეყნის მხრიდან არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ფინანსური ვალდებულებების შესრულებისკენ, რაც ადასტურებს იმას, რომ ჩვენ კვლავ ვიღებთ ჩვენს ვალდებულებებს, მხარი დავუჭიროთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას  პანდემიის გლობალურად დასამარცხებლად“, –  – განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, აშშ იმუშავებს პარტნიორებთან ერთად, რათა  ვაქცინის წარმოება და დისტრიბუცია გლობალურად განხორციელდეს.

ბლინკენმა ასევე მოუწოდა კოლეგებს, იბრძოლონ ვაქცინების შესახებ  დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, გასული წლის აპრილში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უწყვეტდა დაფინანსებას, და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში დაშვებული შეცდომების გამო აკრიტიკებდა. ერთი თვის შემდეგ კი მან განაცხადა, რომ ორგანიზაციას დატოვებდა პანდემიის გამო, ვინაიდან WHO თანხებს არასათანადოდ იყენებდა და ჩინეთთან კარგი ურთიერთობით გამოირჩეოდა.