აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მასშტაბურ პაკეტს ამზადებს. კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას 86 ხმით 12-ის წინააღმდეგ მხარი სენატმა უკვე დაუჭირა. ინიციატივის მიზანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გაძლიერებაა, რათა რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომი დაასრულოს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია როგორც პირდაპირი სანქციები რუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის, ასევე ირიბი სანქციები მესამე მხარისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს ყიდულობენ. ამავდროულად, დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, დამატებითი ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნების იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომლებიც რუსეთის ენერგოპროდუქტებს კვლავ შეიძენენ.

ახალი სანქციები შეეხება რუსეთის ოფიციალურ პირებს, ოლიგარქებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს.

ამჟამად, კანონპროექტი სენატში საბოლოო კენჭისყრის მოლოდინშია, რის შემდეგაც უკვე წარმომადგენელთა პალატაში გადავა. სანქციების უახლეს პაკეტს ორივე პარტიის მხარდაჭერა აქვს, რაც მისი მიღების შანსსაც მნიშვნელოვნად ზრდის. საბოლოო ეტაპზე, დოკუმენტი პრეზიდენტ ტრამპს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

კანონპროექტის ოფიციალური სახელწოდება გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრეჰემის პატივსაცემად Lindsey O. Graham Sanctioning Russia and Iran Act of 2026-ია. გრეჰემი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო და და წლების განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ ეკონომიკურ სანქციებსაც ითხოვდა.