აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მედია გარემოს აფასებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მედია გარემოს აფასებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარი საქართველოში არსებულ მედია გარემოს ეხება. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ  წლის განმავლობაში გაიზარდა არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და საერთაშორისო საზოგადოების წუხილი მედია პლურალიზმთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში მოხსენებაში საუბარია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებზე, ასევე სამი ტელეარხის ერთ ჰოლდინგში გაერთიანებაზეც.

“სამი ტელეარხის – Imedi-ის Maestro-სა და  GDS-ის გაერთიანებამ,  ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის ცვლილებამ შეამცირა მედია პლურალიზმი და გაზარდა საზოგადოებაში აღქმა, რომ მედია სივრცე კონცენტრირებულია მმართველი პარტიის სასარგებლოდ. 4 ნოემბერს, 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული პირების გავლენა ბიუჯეტიდან ფინანსირებად საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ იზრდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რომელიც პარლამენტმა მიიღო, გაზარდა წუხილი გამჭვირვალობის კლებასთან და მაუწყებლის ხელმძღვანელობის ძალაუფლების კონსოლიდაციასთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც ასევე წერია, რომ ცვლილებებით, რომელიც ელოდება პრეზიდენტის თანხმობას, მოსალოდნელია, რომ არხის მენეჯმენტის ძალაუფლებას გაზრდის, თუმცა  შეასუსტებს ბორდის ძალაუფლებას და გაზრდის კორუფციის რისკებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *