AstraZeneca-ს მიერ შექმნილმა ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა – CNBC

AstraZeneca-ს მიერ შექმნილმა ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა – CNBC

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილმა ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა, ამის შესახებ CNBC-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

კომპანიის განცხადებით, საშუალო პროცენტული ეფექტურობის შესახებ დასკვნა კლინიკური შემოწმების შედეგების ანალიზის საფუძველზე გააკეთეს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ფრამაცევტულმა კომპანია Moderna-მ განაცხადა თავისი ვაქცინის 94.5%-იანი ეფექტურობის შესახებ. მანამდე კი Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის 90%-იანი ეფექტურობის შესახებ გახდა ცნობილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *