ამერიკული Forbes-ის 2025 წლის რეიტინგში შემავალი 3,028 მილიარდერი მსოფლიოს 800-ზე მეტ ქალაქში ცხოვრობს. თუმცა მათგანმა თითქმის მეოთხედმა – ჯამური ქონებით $3.3 ტრილიონი – პრიორიტეტულ საცხოვრებლად მხოლოდ ათი ქალაქი აირჩია, რომლებიც ექვს ქვეყანაშია განლაგებული.
Forbes-ის თანახმად, ყველაზე მეტი მილიარდერი კვლავ ნიუ-იორკში ცხოვრობს – 123 ადამიანი, რომელთა საერთო ქონება $759 მილიარდს შეადგენს. აშშ-ის ქალაქმა ბოლო 12 წელიწადში მხოლოდ ერთხელ დათმო მოწინავე პოზიცია – 2021 წელს პირველ ადგილზე პეკინი იყო. ნიუ-იორკელი მილიარდერების უმრავლესობა ფინანსებისა და ინვესტიციების სფეროშია ჩაბმული (68 ადამიანი), 13 – უძრავი ქონების მაგნატია, 12 კი მოდისა და საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში საქმიანობს.
მეორე ადგილზე მოსკოვია – 90 მილიარდერით, რაც გასულ წელთან შედარებით 16-ით მეტია. ამ ზრდის შედეგად, მან ჰონგ-კონგს გადაუსწრო, რომელიც შარშან მეორე ადგილს იკავებდა. მოსკოველი მილიარდერების ჯამური ქონება $409 მილიარდს აღწევს.
მესამე პოზიციაზე კი სწორედ ჰონგ-კონგია – 72 მილიარდერით. გასულ წელთან შედარებით მათი რაოდენობა ორი ადამიანით შემცირდა.
მეოთხე ადგილს ლონდონი იკავებს – 71 მილიარდერით, რაც გასულ წელთან შედარებით 9-ით მეტია. მუმბაი კი, გასული წლის მეოთხე ადგილიდან მეექვსეზე დაქვეითდა. ინდოეთის ფინანსური დედაქალაქი ახლა 67 მილიარდერის საცხოვრებელი მისამართია ($349 მილიარდი ჯამში), რაც ორი ადამიანით ნაკლებია, 2024 წელთან შედარებით.
აქვე გეტყვით, რომ Forbes-ის წლევანდელი რეიტინგის 3,028 მილიარდერიდან 40-ის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი დადგენილი არ არის.
მსოფლიოს ათი ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს:
🔟 ლოს–ანჯელესი
მილიარდერები: 56 | წლიური ზრდა: +3 | ჯამური ქონება: $243 მლრდ
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: პიტერ ტილი ($16.3 მლრდ)
8️⃣ სან–ფრანცისკო
მილიარდერები: 58 | წლიური ზრდა: +8 | ჯამური ქონება: $217 მლრდ
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: დასტინ მოსკოვიცი ($17 მლრდ)
8️⃣ შანხაი
მილიარდერები: 58 | წლიური ზრდა: +4 | ჯამური ქონება: $198 მლრდ
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: კოლინ ჰუანგი ($42.3 მლრდ)
7️⃣ სინგაპური
მილიარდერები: 60 | წლიური ზრდა: +8 | ჯამური ქონება: $259 მლრდ
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: ჭანგ იიმინგი ($65.5 მლრდ)
6️⃣ მუმბაი
მილიარდერები: 67 | წლიური ცვლილება: -2 | ჯამური ქონება: $349 მლრდ
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: მუკეშ ამბანი ($92.5 მლრდ)
5️⃣ პეკინი
მილიარდერები: 68 | წლიური ზრდა: +5 | ჯამური ქონება: $273 მლრდ
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: ლეი ჯუნი ($43.5 მლრდ)
4️⃣ ლონდონი
მილიარდერები: 71 | წლიური ზრდა: +9 | ჯამური ქონება: $355 მლრდ
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: ლენ ბლავატნიკი ($29.9 მლრდ)
3️⃣ ჰონგ–კონგი
მილიარდერები: 72 | წლიური ცვლილება: -2 | ჯამური ქონება: $309 მლრდ
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: ლი კა-შინგი ($38.9 მლრდ)
2️⃣ მოსკოვი
მილიარდერები: 90 | წლიური ზრდა: +16 | ჯამური ქონება: $409 მლრდ
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: ვაგიტ ალეკპეროვი ($28.7 მლრდ)
1️⃣ ნიუ-იორკი
მილიარდერები: 123 | წლიური ზრდა: +13 | ჯამური ქონება: $759 მლრდ
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი: მაიკლ ბლუმბერგი ($105 მლრდ)