გერმანულმა მედია კონგლომერატმა Axel Springer-მა ვაშინგტონში დაფუძნებულ Politico–ს შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია. გარიგების ღირებულება $1 მილიარდს აჭარბებს. ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ გარიგებაში ასევე შედის Politico–ს ტექნოლოგიური სიახლეების პლატფორმა Protocol–ი.
Axel Springer–ი და Politico უკვე მუშაობენ ერთობლივ წამოწყებაზე ევროპაში. მხარეებს შორის სერიოზული საუბარი ამ გარიგებაზე მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. Wall Street Journal–მა გარიგების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე თვის დასაწყისში გამოაქვეყნა.
კომპანიაში აცხადებენ რომ Politico და Protocol–ი ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში 500–ზე მეტ ჟურნალისტს ასაქმებს.
Politico–ს ამჟამინდელი მფლობელი რობერტ ოლბრიტონი აღნიშნავს, რომ გაყიდვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც „უფრო და უფრო ნათელი გახდა, რომ გლობალური მასშტაბის ბიზნესის განვითარების, აუდიტორიის უკეთ მომსახურებისა და თანამშრომლებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნის პასუხისმგებლობა შეიძლება უკეთესი იყოს უფრო დიდ კომპანიაში, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი გლობალური ქსელი და ამბიციები, ვიდრე ეს შეიძლება მე ვიყო, როგორც საოჯახო ბიზნესის მფლობელი.“
ოლბრიტონი დარჩება Politico და Protocol–ის გამომცემლად. უფრო მეტიც „Politico–ს სარედაქციო და მენეჯმენტის გუნდები აშშ–ში, Politico Europe და Protocol არ შეიცვლება.“ – განაცხადეს Axel Springer–ში.
მილიარდი დოლარის მოცულობის გაყიდვების მაჩვენებელი, რომელიც დადასტურებულია გარიგებაში მონაწილე პირის მიერ, არის ციფრული ბაზრის უახლესი ნიშანი. კიდევ ერთი Beltway საინფორმაციო ვებგვერდი, The Hill, გასულ კვირას გაიყიდა Nexstar Media Group–ზე.