აზერბაიჯანის გათავისუფლებულ ტერიტორიებსა და სომხეთის საზღვარს შორის არსებული სარკინიგზო ხაზი 2023 წლის ბოლოსთვის მზად იქნება. მშენებლობასთან და კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააკეთა, რაც მიუთითებს, რომ პროექტზე მუშაობა ბაქოს უკვე დაწყებული აქვს.
პრეზიდენტ ალიევის განმარტებით, ყარაბახის მეორე ომის შემდგომ გაჩნდა ახალი, „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის შესაძლებლობა, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისკენ მიემართება. შემდგ,ომი მიმართულებები თურქეთი და ევროპაა .გარდა ამისა, გააქტიურდა ბაქოს მახლობლად მდებარე ალათის რაიონში თავისუფალი ზონის შექმნის სამუშაოები. პრეზიდენტის მოლოდინით, თავისუფალი ზონა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება, მისი გეოგრაფიული მდებარეობა და უკვე დივერსიფიცირებული სატრანსპორტო ქსელი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ ინვესტორების მოზიდვაში, რომელთათვისაც ადგილზე მუშაობა იქნება პრიორიტეტული.
როგორც გასული წლის ნოემბერში, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით განისაზღვრა, აზერბაიჯანი და სომხეთი იმუშავებდნენ რეგიონალური სატრანზიტო არხების ხელახალ გახსნაზეც. აზერბაიჯანი „ზანგეზურის დერეფანში“ განხორციელებულ პროექტებზე ფოკუსირდა. ზანგეზური აზერბაიჯანის ნაწილი იყო, თუმცა 1920-იან წლებში საბჭოთა კავშირმა ის სომხურ მხარეს გადასცა, რის შემდეგაც აზერბაიჯანმა ნახიჩევანთან კავშირები დაკარგა და ორ ქვეყანას შორის რკინიგზის გარკვეული ნაწილი განადგურდა.
ქვეყნებს შორის დაზავებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა და აზერბაიჯანმა, ევროკავშირის ინიციატივით, კიდევ ათი ტყვე ჯარისკაცი სომხეთს გადასცა. ათი პატიმარი გათავისუფლდა 4 დეკემბერს, რუსეთის შუამავლობით ჩატარებული მოლაპარაკებების შემდეგ, რაც გასული თვის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, რომელთაც ცამეტი ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყნებს შორის დაძაბულობის აღმოფხვრის პირველი ნიშანია. შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის გამო, ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური შეტაკება გასულ წელს მოხდა, ექვსი კვირა გაგრძელდა და 6,500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.