აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2017 წელს საქართველოში 3,8%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2017 წელს საქართველოში 3,8%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2017 წელს საქართველოში 3,8%-იან ეკონომიკურ ზრდას, 2018 წელს კი 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს მტავრობის პროგნოზი მშპ-ს ზრდაზე 4%-ია. ADB მიმდინარე წელს საქართველოში ინფლაციის 4,2%-მდე, ხოლო 2018 წელს 4,5%-მდე ზრდას ელოდება.

ADB ეკონომიკური ზრდის მამოძრაველბლად საგადასახადო რეფორმას და კაპიტალური ხარჯების ზრდას ასახელებს. ინფლაციაზე მოქმედ ფაქტორებს შორის სახელდება ლარის გაუფასურება და გადასახადების ზრდა.

გრძელვადიან პერიოდში, ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ მიზეზად სახელდება სამუშაო ძალის უნარების შეუსაბამობა საბაზრო მოთხოვნებთან. ADB აღნიშნავს, რომ სამუშაო ძალის არაპროდუქტიულობა ბიზნესს ხარჯებს უზრდის.

„შრომის დეფიციტის“ შესამცირებლად, ADB მთავრობას კომპანიებისთვის ფინანსური და საგადასახადო შეღავათების დაწესებას და კადრების გადამზადების გაფართოვებას ურჩევს.

“მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ელექტრონული სწავლების განვითარებასა და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას”.  

ამასთან, აზიის განვითარების ბანკი აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო დეფიციტი შესაძლოა პროგნოზირებულ 4,1%-ზე მეტად გაიზარდოს, თუკი ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება მიღწეული. ADB ექსპორტზე, ფულად გზავნილებსა და მშპ-ს ზრდაზე საგარეო შოკების გავლენას კვლავ ელოდება, მათ შორის ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკების შემცირების ფონზე.

“მთავრობის ამბიციური გეგმების ნაწილი შესაძლოა ვერ შესრულდეს. განსაკუთრებით ადგილობრვი ინვესტიციების ზრდის კუთხით, რომელსაც ხელისუფლება გადასახადების ე.წ. ესტონური მოდელით ელოდება. თუმცა, გონივრულმა მონეტარულმა და ფისკალურმა პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – ვკითხულობთ აზიის განვითარების ბანკის ანგარიშში. 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.