ბაფეტის ფასიანი ქაღალდების პორტფოლიოს 43% Apple-ზე მოდის

ბაფეტის ფასიანი ქაღალდების პორტფოლიოს 43% Apple-ზე მოდის

ამერიკელი მილიარდერის უორენ ბაფეტის აქციების ღირებულებამ Apple-ში $91 მილიარდს გადააჭარბა. ეს ბაფეტის Berkshire Hathaway-ის მთლიანი ფინანსური პორტფოლიოს 43%-ს შეადგენს. ინფორმაციას The Motley Fool ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, ამერიკელი ინვესტორის კონგლომერატი Apple-ში 245 მილიონ აქციას ფლობს. გამოდის რომ, ის ამ ტექნოლოგიური კომპანიის მეორე ყველაზე მსხვილი აქციონერია.

შეგახსენებთ, Apple-ის აქციები მიმდინარე წელს 24%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ Berkshire-მა ბოლო ექვს თვეში ამ კომპანიისგან $18 მლრდ მიიღო.

“მე  Apple-ს არ ვუყურებ როგორც აქციებს.. ვფიქრობ ეს ჩვენი მესამე ბიზნესია“, – აღნიშნა უორენ ბაფეტმა თებერვალში CNBC-თან ინტერვიუში.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.