ბათუმის ახალი სტადიონის ოფიციალური სახელწოდება ცნობილია

ბათუმის ახალი სტადიონის ოფიციალური სახელწოდება ცნობილია

ბათუმის ახალი სტადიონის ოფიციალური სახელწოდება ცნობილია. „აჭარაბეთსა“ და აჭარის პროექტების მართვის კომპანიას შორის დღეს დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, ბათუმის ახალ სტადიონს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში „აჭარაბეთ არენა“ ერქმევა. 

ბათუმის ახალი სტადიონის სახელწოდების უფლება გასულ თვეში „აჭარაბეთმა“ მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 8.7 მილიონ ლარად შეიძინა. აღნიშნული შეთანხმება ქართული საფეხბურთო ინდუსტრიისთვის უპრეცედენტოა. კომპანია სახელის მინიჭების უფლებით მომავალი 5 წლის განმავლობაში ისარგებლებს. 

„აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინი გუჯაბიძის განცხადებით, „აჭარაბეთი“, როგორც ნოვატორი კომპანია, მუდმივად გამოირჩევა სიახლეებით, ამჯერად კი ქართულ საფეხბურთო სივრცეში უპრეცედენტო სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ბათუმის ახალ თანამედროვე სტადიონს ახალი სახელწოდება მიენიჭა. კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ ახალი სახელი ბევრი წარმატების მომტანი იქნება და წინ ბევრი საინტერესო მოვლენა და დიდი სანახაობა გველოდება. 

„აჭარაბეთ არენა“ UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონია და 20,0000 მაყურებელზეა გათვლილი. ობიექტის ასაშენებლად და მოსაწყობად 2 წლის განმავლობაში 141 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ახალ სტადიონზე საშინაო მატჩებს ბათუმის „დინამო“ მართავს. შემოდგომაზე საშინაო შეხვედრებს „აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაატარებს. გარდა ამისა, ეროვნული ლიგის პარალელურად, სტადიონი „უეფას კონფერენს ლიგის“ თამაშებსაც უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.