BDO საქართველო 2020 წლის ფინანსურ შედეგებს აჯამებს

BDO საქართველო 2020 წლის ფინანსურ შედეგებს აჯამებს

აუდიტორული კომპანია BDO საქართველო 2020 წლის ფინანსურ შედეგებს აჯამებს. კომპანიის ცნობით, 2020 წელს მათ შემოსავლის სახით 19.5 მილიონი ლარი მიიღეს. შემოსავლების 30% აუდიტისა და მარწმუნებელი სერვისების მიმართულებით დაფიქსირდა, ხოლო 28% – ციფრული ტრანსფორმაციის სერვისების მიმართულებით.

2018 წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი  15.9, ხოლო 2019 წელს 18.08 მილიონი ლარი იყო. მიუხედავად პანდემიის ნეგატიური გავლენისა, კომპანიის შემოსავლები 2020 წელს 7.6%-ით გაიზარდა.

„უჩვეულო რეალობა, რომელშიც 2020 წლის მარტიდან აღმოვჩნდით, დიდი გამოწვევა იყო მთლიანად ბიზნესსექტორისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით მკაფიოდ განსაზღვრული მისიისა და ფასეულობების მნიშვნელობაში ორგანიზაციისა და გუნდისთვის… მოხარული ვართ, რომ შევძელით კლიენტებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გაგვეზიარებინა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება წარმატების მისაღწევად ახალ რეალობაში, რადგან ჩვენც ანალოგიური გზის გავლა მოგვიწია სირთულეებში ლავირებისას.“ – ზურაბ ლალაზაშვილი, მმართველი პარტნიორი.

წყარო: BDO Georgia

აუდიტორული კომპანია ადგილობრივ ბაზარზე უკვე 21 წელია, მუშაობს. მისი მესაკუთრეები ბოლო მონაცემებით არიან:

  • ზურაბ ლალაზაშვილი – 36%
  • ლევან მკლავიშვილი – 36%
  • მიხეილ ენუქიძე – 9%
  • ივანე ჟუჟუნაშვილი – 9%
  • ქეთევან ზარიძე – 5%
  • დავით გელაშვილი – 2.5%
  • ვლადიმერ ხრიკაძე – 2.5%

აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით კომპანია ქვეყანაში შარშან მე-4 ადგილზე იყო, 5.7 მილიონი ლარით. კომპანიის შემოსავლები წელს ამ კონკრეტული მიმართულებითაც გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *