ბილ გეითსი აცხადებს, რომ საჭიროა სულ მცირე კიდევ ათკვირიანი კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით

ბილ გეითსი აცხადებს, რომ საჭიროა სულ მცირე კიდევ ათკვირიანი კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით

Microsoft-ის დაფუძნებელი ბილ გეითსი აცხადებს, რომ საჭიროა სულ მცირე კიდევ ათკვირიანი კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა კორონავირუსის შედეგად გამოწვეული გავლენების შემცირება მოხდეს. მისი თქმით, “მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ფანჯარა ჯერ არ დახურულა“. 

Washington Post-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში, გეითსი აკრიტიკებს ცალკეულ შტატებს, რომ მათ ჯერ კიდევ არ გამოუციათ ბრძანება სახლში დარჩენასთან დაკავშირებით მკაცრი შეზღუდვების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კალიფორნია იყო ამერიკაში პირველი შტატი, რომელმაც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ეს იყო მარტის შუა რიცხვები. მსგავსი შეზღუდვები ახლა მოქმედებს 10-დან 9 მოქალაქისთვის. თუმცა, ხუთ შტატს ჯერ კიდევ არ გადაუდგამს ეს ნაბიჯი. შვიდმა შტატმა კი კარანტინი მხოლოდ ცალკეულ რეგიონებში გამოაცხადა.

“ამ პუნქტის დარღვევა მხოლოდ გააფართოვებს იმ ეკონომიკურ მტკივნეულ გავლენებს, რასაც ეს ვირუსი იწვევს, ასევე გაზრდის ვირუსის დაბრუნების ალბათობას და გამოიწვევს უფრო მეტ სიკვდილიანობას“, – წერს ბილ გეითსი.

ვირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად, გეითსის თქმით, აშშ-მა უნდა დააჩქაროს ტესტირებების პროცესი და ამ მხრივ პრიორიტეტში ჯანდაცვის მუშაკები ჩასვას.

ბოლოს კი, Microsoft-ის დაფუძნებელმა იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინა მზად იქნება 18 თვემდე პერიოდში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.