დავაში, სადაც ფედერალური სამსახური Apple-ს მისი მომხმარებელის მონაცემების გადაცემას სთხოვს, Microsoft-ის დამაარსებელმა, ბილ გეიტსმა სახელმწიფოს პოზიციას დაუჭირა მხარი. მილიარდერი თვლის, რომ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ტერორიზმთან ბრძოლაში სამართალდამცველ სტრუქტურებთან უნდა ითანამშრომლონ.
16 თებერვალს კალიფორნიის სასამართლომ Apple-ი დაავალდებულა, შეცვალოს პროგრამული უზრუნველყოფა iPhone 5c-ს სმარტფონზე, რათა ფედერალურმა სამსახურებმა შეძლონ ერთ-ერთი ტერორისტის მომხმარებლის პაროლის გაშიფვრა, რომელიც 2015 წლის დეკემბერში სან-ბერნარდინოში 14 ადამიანის მკვლელობის და 21 მოქალაქის დაჭრაშია ეჭვმიტანილი. Apple-მა სასამართლოს გადაწყვეტილება 2016 წლის 26 თებერვლამდე უნდა აღასრულოს. სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ Apple-ის ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას საფრთხეს უქმნის მათი მომხმარებლების უსაფრთხოებას. ბილ გეიტსი ტიმ კუკის პოზიციას არ იზიარებს. ის ფიქრობს, რომ ეს არის კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ითხოვს ხელმისაწვდომობას ინფორმაციასთან. “ეს არაფრით არ განსხვავდება სპეცსამსახურების მიერ სატელეფონო კომპანიებისგან ინფორმაციის რიგითი გამოთხოვისგან ან საბანკო მონაცემების შეგროვებისგან”, – აცხადებს ბილ გეიტსი, რომლის პოზიციაც IT ინდუსტრიის სხვა დანარჩენი წარმომადგენლებისგან, მათ შორის მისივე კომპანიის თანამშრომლებისგან, განსხვავებულია.