Bitfury ჯგუფმა ბიტკოინ მაინინგის ახალი სერვისი, Bitfury Tardis წარადგინა.
Bitfury Tardis კომპანიის B8 მაინინგის სერვისის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომლის სიმძლავე 80 ტერაჰეშია წამში (80 TH/S). Bitfury Tardis აღჭურვილია Clarke ASIC ჩიპით და მომხმარებელს მისი განახლება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჩიპი (Clarke) ბიტკოინის გამომუშავებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ეფექტურია.
“Bitfury Tardis ჩვენი პორტფელის კიდევ ერთი განახლებაა, რომელიც პასუხობს ჩვენს სურვილს, რომ მომხმარებელს მაინინგის მეტად ეფექტური სერვისი შევთავაზოთ”, – აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვი.
განახლებით მომხმარებელს შეუძლია მაქსიმალურ ენერგოეფექტურობას მიაღწიოს.
Bitfury Tardis აღჭურვილია მცირე ზომის LED ეკრანით და მისი დაკავშირება OrangePi-სთან მარტივადაა შესაძლებელი.
The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Group შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში.