Bitfury ჯგუფი და Risk Cooperative სადაზღვევო ბაზარზე ბლოკჩეინ ტექნოლოგიას დანერგავენ

Bitfury ჯგუფი და Risk Cooperative სადაზღვევო ბაზარზე ბლოკჩეინ ტექნოლოგიას დანერგავენ

Bitfury ჯგუფი და Risk Cooperative სადაზღვევო ბაზარზე ბლოკჩეინის ტექნოლოგიას გამოიყენებენ. ორი კომპანია პროგრამის განხორციელებისთვის თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან გეგმავს.

“Bitfury ჯგუფთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გავხდებით მოწინავე და პირველები, ვინც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას სადაზღვევო ინდუსტრიაში გამოიყენებს. Bitfury-ის გამოცდილებით, თამამად შევძლებთ მიზნის მიღწევას”, – ამბობს დანტე დისპარტე, Risk Cooperative-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

“ბლოკჩეინ ტექნოლოგიას შეუძლია სადაზღვევო ინდუსტრიას გამჭვირვალობა და უსაფრთხოება მოუტანოს, ასევე განავითაროს ახალი ბიზნეს მოდელები სადაზღვევო ბაზარზე“, – განაცხადა ვალერი ვავლოვმა Bitfury ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა.

ორი კომპანიის თანამშრომლობის მთავარი მიზანი სადაზღვევო სფეროში უსაფრთხოების, ნდობისა და გამჭვირვალობის დანერგვაა.

Risk Cooperative სადაზღვევო საკონსულტაციო ფირმაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით უმსხვილეს კომპანიებს ემსახურება.

Bitfury Group ბლოკჩეინის ტექნოლოგიის კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ოპერირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *