Bitfury-მ ინვესტორებისგან $80 მლნ მოიზიდა

Bitfury-მ ინვესტორებისგან $80 მლნ მოიზიდა

ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების კომპანია Bitfury-მ ინვესტორებისგან  $80 მილიონი მოიზიდა. სტატიას Bitfury-ზე Bloomberg აქვეყნებს და წერს, რომ აქციების კერძო განთავსებას სათავეში ედგა Korelya Capital. მონაწილეებს შორის იყვნენ Novogratz’s Galaxy Digital, Jabre და Lian ჯგუფი. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით, წერს რომ გარიგება $1 მილიარდზე მეტად იყო შეფასებული.

Bitfury 2011 წელს დაფუძნდა და ამჟამად მისი მთავარი ოფისი ლონდონში მდებარეობს. კომპანიის კლიენტებს შორის უკრაინის მთავრობაცაა.

“ჩვენ ვხედავთ საკმაოდ მზარდ მოთხოვნას, როგორც კომპანიების, ასევე მთავრობების მხრიდან, რათა მათ შეძლონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარება”, – ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ვალერი ვავილოვი.

ამასთან, Bloomberg წერს, რომ კომპანია IPO-სთვისაც ემზადება, რომელმაც მომდევნო წლებში კომპანიას, შესაძლოა, 3-5 მილიარდი დოლარი მოუტანოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.