ბითკოინის ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა და $28,599.99-ს მიაღწია

ბითკოინის ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა და $28,599.99-ს მიაღწია

ბითკოინის ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა და $28,599.99-ს მიაღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბითკოინის ფასი წელს ჯამში 295%-ით გაიზარდა. შესაბამისად გაზრდილია ინვესტორების მხრიდან მის მიმართ ინტერესიც.

ცნობისთვის, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ ბოლოს 3.7%-იანი ზრდა განიცადა. 16 დეკემბერს კი პირველად, ბითკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა. მანამდე ის დაახლოებით $20 000 ღირდა.

ბითკოინზე მოთხოვნა მსხვილი ამერიკელი ინვესტორების მხრიდან იზრდება. ასევე გაიზარდა მოლოდინები იმისა, რომ ის მთავარი გადახდის საშუალება გახდება.