ბრიტანული ინვესტიცია ქართულ IT კომპანიაში - Apollo 11-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი Centigen Soft UK გახდა

ბრიტანული ინვესტიცია ქართულ IT კომპანიაში - Apollo 11-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი Centigen Soft UK გახდა

2020 წლის დეკემბრის დასაწყისში ქართულ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Apollo 11-სა და ბრიტანულ IT საკონსულტაციო კომპანია Centigen Soft UK-ს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებას მოეწერა ხელი, რის შედეგადაც Centigen Soft UK  აპოლო 11-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი გახდა.

Centigen Soft UK არის ბრიტანეთში მოღვაწე წამყვანი IT (information technology) საკონსულტაციო კომპანია, რომელიც საერთაშორისო  ბაზარზე არსებულ საშუალო და მსხვილი ზომის კორპორაციებს ეხმარება ციფრულ ტრანსფორმაციაში. Centigen Soft UK ფოკუსირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI), IoT-სა და მანქანური სწავლების (Machine Learning) გამოყენებით ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის დანერგვასა და განვითარებაზე.

Apollo 11-ის დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ Centigen Soft UK-ისა და Apollo 11-ის სინერგიას უმნიშვნელოვანესი როლი ექნება კომპანიების მომავალ წარმატებაში.

“ერთი მხრივ, Centigen Soft UK-ს მრავალწლიანი გამოცდილება IT საკონსულტაციო სფეროში და, მეორე მხრივ, ჩვენი – Apollo 11-ის ძლიერი და გამოცდილი IT პროფესიონალების გუნდი არის იდეალური სინთეზი, რაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან მოთამაშეებად ჩამოყალიბების უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს.”- ამბობს ირაკლი სვანიძე, Apollo 11-ის მმართველი პარტნიორი.

                 

აღსანიშნავია, რომ ეს შეთანხმება ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია, როდესაც სრულიად ქართული ინტელექტუალური რესურსით შექმნილ კომპანიაში ბრიტანული ინვესტიცია ხორციელდება. Apollo 11-ის დამფუძნებლებს სჯერათ, რომ ეს ნაბიჯი დადებითად აისახება ქართული IT სფეროს განვითარებაზე და კიდევ უფრო დიდი მასშტაბით მოხდება ქართული ინტელექტუალური რესურსის ექსპორტი საერთაშორისო ბაზარზე.

 

“რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ Centigen Soft UK-ისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადასულიყო. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი გუნდი და კომპანიაში დაგროვებული გამოცდილება არის Apollo 11-ის უნიკალური აქტივი და რესურსი, რომელიც ამ წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა. ამ შეთანხმების შედეგად Apollo 11 ქართული კომპანიიდან გარდაიქმნა საერთაშორისო კომპანიად, რაც საშუალებას გვაძლევს ქართული ინტელექტურლური რესურსი უფრო ფართო მასშტაბით იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე.” – ამბობს ირაკლი სვანიძე, Apollo 11-ის მმართველი პარტნიორი.

როგორც Centigen Soft UK-ში აღვნიშნავენ, ქართულ კომპანიაში ინვესტიციის ჩადება ბრიტანული Centigen Soft UK-სთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია. “Apollo 11-ის გუნდთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობისა და წარმატებით განხორციელებული არაერთი პროექტის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ Centigen Soft UK-ი Apollo 11-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი გამხდარიყო. Apollo 11-ის გუნდს აქვს ის ცოდნა, გამოცდილება და მენეჯმენტის ხარისხი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.” – ამბობს ბერდია ყამარაული, Centigen Soft UK-ს CEO და დამფუძნებელი.

                

Apollo 11-ის შემდეგი ნაბიჯია გლობალურ ბაზარზე პოზიციების გამყარება და კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებზე მუშაობა Centigen Soft UK-სთან ერთად. იგეგმება, საკუთარი SaaS და Open Source პროდუქტების გამოშვება საერთაშორისო ბაზრისთვის, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი აქტივობები უკვე დაწყებულია და ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება 2021 წლიდან. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *