ბიზნესის კეთების 10 მთავარი რისკი საქართველოში

ბიზნესის კეთების 10 მთავარი რისკი საქართველოში

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) გლობალური რისკების 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს 140 ქვეყანაში 12 000-მდე ბიზნესსუბიექტის გამოკითხვის შედეგად შედგა.

საქართველოში ბიზნესის კეთების მთავარ რისკებად დასახელდა: 

  • ინტერესთა კონფლიქტი – 58% 
  • მთავრობის მარცხი – 30% 
  • უმუშევრობა – 27.5% 
  • არასწორი ურბანული დაგეგმარება – 27.5% 
  • ენერგო ტარიფების შოკი – 22.5% 
  • ფისკალური კრიზისი – 22.5% 
  • უმართავი ინფლაცია –  22.5% 
  • კიბერ თავდასხმები – 20% 
  • ღრმა სოციალური არასტაბილურობა – 20% 
  • რეგიონალური და გლობალური მთავრობების მარცხი – 17.5% 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ანგარიშში საქართველოში ბიზნესის კეთების მთავარ რისკად უმუშევრობა სახელდებოდა. მას ნომერ პირველ პრობლემად გამოკითხულთა 52% ასახელებდა, წელს კი მთავარ რისკად უმუშევრობა ბიზნესსუბიექტების 27.5%-ს მიაჩნია. გლობალურად ბიზნესის კეთების მთავარ რისკად კი სწორედ უმუშევრობა მიიჩნევა (31.9%).

ანგარიში ჯამში 30 რისკს აფასებს, ყველაზე უმნიშვნელო პრობლემად კი საქართველოში ინფექციური დაავადებების გავრცელებას, წყლის კრიზისს, მონაცემთა მოპარვას და კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ჩამოშლას ასახელებენ.