“ფორსეტი“ პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელიც მონაცემების, ახალი ტექნოლოგიებისა და დიზაინის გამოყენებით, კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობს.

ბიზნესიდეას ეძებ? ბიოდეგრადირებადი მასალების წარმოება: მზარდი მოთხოვნა, აუთვისებელი ბაზარი

სტატიების-cover

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ხდება ცნობილი იმაზე, თუ რა ნეგატიურ გავლენას ახდენს პლასტმასა გარემოზე. ბევრი სახელმწიფო პროდუქციის შესაფუთ მასალებზე რეგულაციებს აწესებს, რათა პლასტმასის მოხმარება მაქსიმალურად შეამციროს. ეს ზრდის მოთხოვნას ალტერნატიულ შესაფუთ მასალებზე და, შესაბამისად, ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის.

2020 წელს ბიოდეგრადირებადი შეფუთვების ბაზარი დაახლოებით 94 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 2026 წლამდე  127 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

იმისათვის, რომ ბიოდეგრადირებადი მასალების წარმოების ბაზარზე შეაღწიოთ:

  • ეისწავლეთ ბაზარი
  1. დღეისათვის მსოფლიო ბაზარზე ჩრდილოეთი ამერიკა და ევროპა დომინირებენ.
  2. კვების ინდუსტრია ბიოდეგრადირებადი შეფუთვის გამოყენების ყველაზე ფართო სფეროა.
  3. საქართველოში ეს ბაზარი ჯერ კიდევ აუთვისებელია და ბიზნესისთვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.
  • თვალი ადევნეთ საბაზრო ტენდენციებს

ბაზარს შესთავაზეთ ბიოდეგრადირებადი მასალისგან დამზადებული შეფუთვის მრავალფეროვანი არჩევანი და მოარგეთ ნებისმიერ სექტორს: ფარმაცევტულ, სარესტორნო, საკვები პროდუქციის, ტანსაცმლის და სხვ.

  • დანერგეთ საჭირო ტექნოლოგიები

ვინაიდან საქართველოში ბიზნესის ეს მიმართულება ჯერჯერობით აუთვისებელია, საჭირო ტექნოლოგიებიც ნაკლებია. ამიტომ წარმატებული ბიზნესისთვის დაგჭირდებათ ტექნოლოგიების დანერგვა და კადრების გადამზადება.

  • იზრუნეთ საწყის კაპიტალზე

ბიზნესის დასაწყებად საწყისი კაპიტალი აუცილებელია და, რა თქმა უნდა, არც ბიოდეგრადირებადი მასალების წარმოებაა გამონაკლისი. თუმცა  კარგი ამბავი გვაქვს: მიიღეთ მონაწილეობა იდეათონში „დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის“, გაიმარჯვეთ და მიიღეთ ბიზნესის დასაწყებად 60,000 ლარი!

გახსოვდეთ: მზარდი მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად შემცირდეს გარემოს დაბინძურება, ზრდის მოთხოვნას ბიოდეგრადირებად მასალებზეც!

თუ ბიოდეგრადირებადი მასალების წარმოება გადაწყვიტეთ, შემოიტანეთ განაცხადი 15 მარტამდე იდეათონში: “დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის”

 


იდეათონი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), შესაფუთი მასალების მწარმოებელთა და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციებთან პარტნიორობით. იდეათონი წარიმართება ფორსეტის ორგანიზებით და მისი მედიაპარტნიორია Next.on.ge.

გააზიარე