„ბლოქსი ხეივნის“ პროექტში გაყიდვები დაიწყო – პირველივე დღეს 618 ბინა გაიყიდა

„ბლოქსი ხეივნის“ პროექტში გაყიდვები დაიწყო – პირველივე დღეს 618 ბინა გაიყიდა

31 ოქტომბერს ბლოქსი ხეივნის პროექტში გაყიდვები წარმატებით დაიწყო. პირველივე დღეს გაყიდული ბინების რაოდენობამ 618 შეადგინა, რაც პროექტში მთლიანად არსებული ბინების 60%-ზე მეტია. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შედეგი პროექტის მიმართ მომხმარებელთა მაღალ ინტერესსა და BLOX-ისადმი არსებულ ნდობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

 „ახალ პროექტში ინვესტირების გადაწყვეტილება ახალ მომხმარებლებთან ერთად, BLOX-ის უკვე არსებულმა მობინადრეებმაც მიიღეს. მათ გაყიდვების ოფიციალურ დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მივეცით შესაძლებლობა, პირველებს შეერჩიათ სასურველი ბინები და რეზერვაციები გაეკეთებინათ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ნდობა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იზიარებენ BLOX-ის განვითარების ისტორიას. გვყავს მობინადრეები, რომლებმაც ინვესტიცია კომპანიის არაერთ პროექტში განახორციელეს, რაც ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და ნდობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. სწორედ ამიტომ, მათზე ზრუნვა, მათი ერთგულების დაფასება და განსაკუთრებული შესაძლებლობების შეთავაზება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია,“ – BLOX-ის გენერალური დირექტორი, დიმიტრი გოხელაშვილი.

გაყიდვების პირველი დღე განსაკუთრებული შეთავაზებებითა და სასიამოვნო სიურპრიზებითაც გამოირჩეოდა. თითოეულმა მობინადრემ BLOX-ისგან საჩუქარი მიიღო, 10 იღბლიან მომხმარებელს კი სპეციალური პრიზები გადაეცა. მათ საჩუქრებს შორის იყო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ხოლო გათამაშების მთავარი პრიზი ბლოქსი ხეივნის პროექტში პარკინგი გახდა.

ბლოქსი ხეივანი BLOX-ის მორიგი ამბიციური პროექტია, რომელიც აღმაშენებლის ხეივანზე, თბილისის ერთ-ერთ აქტიურად განვითარებად ლოკაციაზე მდებარეობს. 7 ბლოკისგან შემდგარი კომპლექსი თანამედროვე არქიტექტურას, მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას, გამწვანებულ გარემოსა და 6,282 კვ.მ-მდე სარეკრეაციო ზონას აერთიანებს, რაც მობინადრეებს კომფორტული ცხოვრებისა და დასვენებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს ჰპირდება.

„ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელობანია, რომ ყოველი ახალი პროექტი კიდევ უფრო მეტ ადამიანს აერთიანებს. გვჯერა, რომ ბლოქსი ხეივანი ბევრისთვის ახალი, ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი გახდება,“ – BLOX-ის გენერალური დირექტორი, დიმიტრი გოხელაშვილი.