Boeing-მა 777 მოდელის თვითმფრინავების ოპერირების შეჩერების რეკომენდაცია გასცა

Boeing-მა 777 მოდელის თვითმფრინავების ოპერირების შეჩერების რეკომენდაცია გასცა

ამერიკულმა ავიამწარმოებელმა Boeing-მა 777 მოდელის თვითმფრინავების ოპერირების შეჩერების რეკომენდაცია გასცა. როგორც BBC წერს, ამის მიზეზი ერთ-ერთი მსგავსი მოდელის თვითმფრინავის ძრავის გაუმართაობა გახდა. კერძოდ, ლაინერი, რომლის ბორტზეც 231 მგზავრი იმყოფებოდა, რამდენიმე დღის წინ იძულებული გახდა, დენვერის აეროპორტში სწორედ ძრავის პრობლემების გამო დაბრუნებულიყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა  მწარმოებელ კომპანიაში განაცხადეს, რომ რეკომენდაციაა, ყველა ამ მოდელის ლაინერმა ფრენა დროებით შეაჩეროს.

United Airlines-მა უკვე შეაჩერა 24 Boeing 777-ის ოპერირება, ასევე ორმა იაპონურმა ავიაკომპანიამ 32 Boeing 777-ის მუშაობა შეაჩერა.

როგორც Boeing-ში აცხადებენ, საერთო ჯამში 128 მსგავსი ლაინერია, რომელთაც ზუსტად ისეთი ძრავა აქვს, როგორიც დენვერის ინციდენტში მონაწილე თვითმფრინავს ჰქონდა.

„გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, შეჩერდეს ყველა 777 მოდელის ლაინერის ოპერირება, რომელთაც Pratt & Whitney 4000-112-ის ძრავა აქვთ“, – განაცხადეს კომპანიაში. თავად Pratt & Whitney-ში კი ამბობენ, რომ მათ უკვე გაგზავნეს ჯგუფი, რათა საგამოძიებო ორგანოებთან ითანამშრომლონ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *