Boeing-მა კოსმოსური ხომალდის გაშვება ტექნიკური მიზეზების გამო კვლავ გადადო

Boeing-მა კოსმოსური ხომალდის გაშვება ტექნიკური მიზეზების გამო კვლავ გადადო

Boeing-ის კოსმოსური ხომალდის, Starliner-ის გაშვება კიდევ ერთხელ გადაიდო. ხომალდს კონკურენცია SpaceX-სთვის უნდა გაეწია და ეკიპაჟის წევრებთან ერთად გაფრენილიყო, თუმცა ფრენა ტექნიკური მიზეზების გამო კვლავ ვერ განხორციელდა. აღნიშნული მოვლენა კიდევ ერთი მარცხია NASA-სა და Boeing-ის ერთობლივი მცდელობისა, რომელსაც სათავე 2019 წელს დაედო.

Starliner-ის კაფსულის გაშვება მიმდინარე კვირაში იყო დაგეგმილი. მას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უეკიპაჟო საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინა. Boeing-სთვის აღნიშნული მისია გადამწყვეტი მომენტია, რადგან კომპანიას სურს SpaceX-ის მსგავსად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე ადამიანთა გადაადგილება შეეძლოს.

ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი თუ როდის გადაიჭრება ტექნიკური საკითხი ან საერთოდ შეეცდება თუ არა Boeing კიდევ ერთი სატესტო ფრენის გაშვებას. NASA-ს სპიკერის თქმით, ახალი თარიღი მას შემდეგ დადგინდება, რაც ხომალდს დამატებითი შემოწმებები ჩაუტარდება.