რომელ ქვეყნებში შეგვიძლია ბიზნესის წამოწყება ყველაზე იაფად

რომელ ქვეყნებში შეგვიძლია ბიზნესის წამოწყება ყველაზე იაფად

ბიზნესის წამოწყება ისეთივე მარტივი არაა, როგორც ბიზნესიდეის მოფიქრება. ბიზნესის ფორმულირებისა და დაარსებისათვის საჭირო ინვესტიციების გარდა, ძალიან დიდი მოთხოვნაა კაპიტალიც. ახალ ბიზნესს, როგორც წესი, სჭირდება გადასახადების გადახდა ლიცენზიისათვის, ნებართვისა და დადასტურებებისათვის. თუმცა, ბევრ მთავრობას მსოფლიოს მასშტაბით კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები აქვთ. შესაბამისად, დანახარჯებიც ფარდობითია.

BussinessFinancing.co.uk გვათავაზობს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ბიზნესის წამოწყება ყველაზე იაფია. მონაცემები მსოფლიო ბანკის 2020 წლის ბიზნესის კეთების სიმარტივის ანგარიშის მიხედვით არის შედგენილი და იკვლევს მცირე და საშუალო საწარმოების დაარსების შესაძლებლობებს დიდ ბიზნეს ქალაქებში 190 ქვეყნის მასშტაბით. დანახარჯების პერსპექტივიდან, ბიზნესის დაწყების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შპს-ს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე.

ზოგიერთ სახელმწიფოს ბიზნესის წამოწყების ხარჯები მინიმუმამდე დაჰყავს ეკონომიკური აქტივობის მოსაზიდად. ზოგი კი პირიქით, არსებული ბიზნესების დასაცავად რაც შეიძლება მაღალ გადასახადებს აწესებს.

ყველაზე ხელმისაწვდომი რეგიონი ბიზნესის დასაწყებად ცენტრალური აზია და აფრიკაა. ახალი სტარტაპის დასაწყებად ყველა იაფი ქვეყნების სამეულს ვენესუელა, რუანდა და სლოვენია ლიდერობენ. თუმცა დანარჩენი ორისაგან განსხვავებით, სლოვენია კაპიტალის სახით 7,500 აშშ დოლარს ითხოვს.

Infographic by Visual Capitalist

საინტერესოა ისიც, რომ ყველაზე ძვირადღირებული ბიზნესის დაწყება ახლო აღმოსავლეთშია. პირველ ადგილზე მყოფ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბიზნესის დასაწყებად მინიმუმ 7,444 აშშ დოლარი გჭირდება. კატარში ეს მაჩვენებელი 3,952 აშშ დოლარია, ლიბანში – $2,855. ბიზნესის დაწყება ძვირია იტალიასა და ავსტრიაშიც.

თუმცა, ამ მონაცემების მიუხედავად, ბიზნესის დაწყებისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი სახელმწიფოების სიაში დიდი ბრიტანეთი, დანია, ირლანდია, სამხრეთ კორეა და ახალი ზელანდია ერთიანდებიან. აქ სტარტაპების დანახარჯები ყოველთვიური შემოსავლის 1-2%-ს უდრის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *