2015 წელს რუსეთის თავდაცვის ხარჯებმა 3.2 ტრილიონი რუბლი შეადგინდა, რაც 75%-ით მეტია 2012 წლის მონაცემზე. 2015 წელს თავდაცვის ხარჯმა ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 10.9% შეადგინა. ხარჯების ყველაზე მსხვილი მუხლი არის სოციალური დაცვა და ჯანდაცვა, რომელზეც 14 ტრილიონ რუბლამდე იხარჯება. ხარჯების 13% მოდის ეკონომიკურ საქმიანობაზე.
რუსეთის კონსოლიდირებული ბიუჯეტის (ფედერალური და ადგილობრივი ბიუჯეტების ჯამი) შემოსავლების 22%-ს შეადგენს ნავთობიდან და გაზიდან მიღებული შემოსავალი. 2015 წელს, აღნიშნული წყაროდან ბიუჯეტმა 5.9 ტრილიონი რუბლი მიიღო, რაც 591 მილიარდი რუბლით ნაკლებია 2012 წლის მაჩვენებელზე.
ნავთობის ფასის შემცირებამ და ხარჯების ზრდამ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა გამოიწვია. 2015 წელს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 2.8 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს) მიაღწია.
ცხრილი – რუსეთის 2015 წლის კონსოლიდირებული ბიუჯეტი (მილიარდ რუბლებში):
ბიუჯეტის მუხლები | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | წილი 2015 წლის შემოსავლებში |
შემოსავლები | 23 435 | 24 443 | 26 766 | 26 494 | 100% |
ნავთობიდან და გაზიდან | 6 453 | 6 534 | 7 434 | 5 863 | 22% |
გადასახადებიდან | 13 836 | 14 504 | 15 770 | 16 622 | 63% |
სხვა | 3 145 | 3 405 | 3 562 | 4 010 | 15% |
|
|
|
|
| წილი 2015 წლის ხარჯებში |
ხარჯები | 23 175 | 25 291 | 27 612 | 29 308 | 100.0% |
საერთო სახელმწიფოებრივი საქმიანობა (ბიუროკრატია) | 1 438 | 1 526 | 1 640 | 1 839 | 6.3% |
თავდაცვა | 1 814 | 2 106 | 2 481 | 3 183 | 10.9% |
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება | 1 929 | 2 159 | 2 193 | 2 072 | 7.1% |
ეკონომიკური საქმიანობა | 3 317 | 3 329 | 4 613 | 3 846 | 13.1% |
განათლება | 2 558 | 2 889 | 3 037 | 3 035 | 10.4% |
კულტურა, სპორტი, მასმედია | 643 | 714 | 781 | 776 | 2.6% |
ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა | 11 089 | 12 128 | 12 341 | 13 896 | 47.4% |
სახელმწიფო ვალის მომსახურება | 386 | 441 | 525 | 661 | 2.3% |
დეფიციტი | 260 | -848 | -846 | -2 814 |